სად გააგრძელებს კარიერას მატს ჰუმელსი?
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მცველი მატს ჰუმელსი, სავარაუდოდ, კარიერას ესპანურ "რეალ სოსიედადში" გააგრძელებს. ამის შესახებ Relevo იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს 35 წლის ჰუმელსმა დორტმუნდური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდილი გერმანელის "მაიორკა" და ინგლისური "ბრაიტონიც" ინტერესდებიან.
გასულ სეზონში ჰუმელსმა "ბორუსიას" შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.