სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე — რა შეფასება მიიღო მიქაუტაძემ იუვენტუსთან მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ვილიარეალმა იუვენტუსს უმასპინძლა და დაძაბული მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.
ამ შეხვედრაში კიდევ ერთი ქართული სადებიუტო გოლი ვიხილეთ, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე 76 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 7.6 შეფასება დაიმსახურა.
ჟორჟ მიქაუტაძემ ვილიარეალის შემადგენლობაში 6 მატჩში, 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.