სადებიუტო გოლი ვილიარეალში — როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ ოსასუნასთან მატჩში?

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში, ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე ოსასუნას უმასპინძლა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში ვილიარეალის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ — 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ოსასუნას კარი 69-ე წუთზე აიღო.
Sofascore-მა და flashscore-მა გიორგი მიქაუტაძის დღევანდელი მატჩი ერთნაირად, 7,3 ქულით შეაფასეს, რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.