ავტორიზაცია

სადიო მანე სენეგალის ნაკრების განაცხადშია

სადიო მანე სენეგალის ნაკრების განაცხადშია
თარიღი 11 ნოე 2022, 15:16
სენეგალის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრების განაცხადი გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდა მიუნჰენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი სადიო მანე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშავდა და ტრავმირებულია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის გარემარბი მსოფლიო ჩემპიონატს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვებს.

უახლოეს პერიოდში აფრიკელ შემტევს კვლევები ჩაუტარდება და უფრო ცხადი გახდება ითამაშებს თუ არა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სენეგალის ნაკრები ეკვადორის, ნიდერლანდების და ყატარის ნაკრებებს შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.