სადიო მანემ სენეგალის ნაკრებში რეკორდი დაამყარა

ჯერ კიდევ "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფმა მანემ სენეგალის ნაკრებში რეკორდი დაამყარა.
სადიომ აფრიკის ერთა თასზე "ბენინთან" ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისი მშობლიური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. მან ჰენრი კამარას გადაასწრო და ახლა ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებულ 90 შეხვედრაში, 32 გატანილი გოლია.
შეგახსენებთ, რომ მანემ სენეგალის მაისურით პირველი გოლი 2012 წლის, 2 ივნიის გაიტანა "ლიბერიის" კარში.