"საერთო მტერი გვყავს!" - გიორგი ქვილითაიას განცხადება ომონიასთან მატჩის შემდეგ
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ნიქოზიურ დერბიში ომონია აპოელთან 2-4 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩში გიორგი ქვილითაიამ დუბლი გაიფორმა, პირველი გოლის შემდეგ კი აღნიშვნისას უკრაინის დროშა გაშალა, რითაც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ჩვენ საერთო მტერი გვყავს. უკრაინელებო, გამაგრდით!" - წერს სოციალურ ქსელში ომონიასთან მატჩის შემდეგ გიორგი ქვილითაია, რომელმაც დუბლი უკრაინელებს მიუძღვნა.
მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიას სტატისტიკა აპოელში შემდეგნაირია: 20 მატჩი, 12 გოლი და 2 საგოლე პასი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.