ავტორიზაცია

საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითა

საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითა
თარიღი 25 Jun 2025, 10:47
საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის საბოლოო დასკვნა ცნობილია — ფინანსური პრობლემების გამო ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითდა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიონმა რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდა და სცადა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, კლუბის დავალიანება ნახევარ მილიარდ ევროს აღემატება, რაც საბოლოოდ ამ მძიმე შედეგით დასრულდა.

ლიონი საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ლიგა 1-ში დარჩენას შეეცდება. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.