ავტორიზაცია

საინტერესო ფაქტი! რატომ მოაშორეს რამდენიმე დღის წინ ინგლისურმა გუნდებმა ლოგოდან ცხოველები?

საინტერესო ფაქტი! რატომ მოაშორეს რამდენიმე დღის წინ ინგლისურმა გუნდებმა ლოგოდან ცხოველები?
თარიღი 06 მარ 2021, 16:03

რამდენიმე დღის წინ, გულშემატკივრებმა სოცქსელებში საინტერესო სურათები შეიტყვეს, რამაც ბევრი გააკვირვა.

საქმე ისაა, რომ ინგლისურმა გუნდებმა, საკუთარ ლოგოდან ცხოველების მოშორება დაიწყეს და ბევრისთვის ეს ძალიან გაუგებარი აღმოჩნდა.

კერძოდ, ამ აქციაში მონაწილეობა „ასტონ ვილამ“, „ვულვერჰემპტონმა“, „ვესტ ბრომვიჩმა“ და ჩემპიონშიპელებმა - „მიდლსბრომ“, „ბრენტფორდმა“ და „ქოვენთრიმ“ მიიღეს.

როგორც აღმოჩნდა, ეს ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე იყო და ლოგოდან ცხოველების მოშორებაც სწორედ ამას უკავშირდებოდა. ეს გასაგები მას შემდეგ გახდა, რაც „ასტონ ვილამ“ საკუთარ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა:

„მსოფლიო ბუნების გარეშე - არასრული მსოფლიოა, ისევე, როგორც ჩვენი ემბლემა დღეს.“