საინტერესო პუნქტი კონტრაქტში, რომელიც ელ შაარავის ჩინეთიდან გამოქცევის შანსს აძლევს

იტალიელი თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი, ჩინურ „შანხაი შენხუაში“ „რომადან“ 2019 წელს, 16 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
თუმცა, როგორც Sky Sports-ის იტალიური განყოფილება იტყობინება, ფეხბურთელი გუნდში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობითა და აზიურ ქვეყანაში ადაპტაციით უკმაყოფილოა და „მგლებში“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.
ამის განხორციელებაში მას შესაძლოა ჩინურ გუნდთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული პუნქტი დაეხმაროს - ხელშეკრულების თანახმად, თუ ელ შაარავი ჩინეთში ცხოვრებასთან ადაპტაციას ვერ მოახერხებს, მაშინ შეთანხმების ცალმხრივად, დაუყონევლივ გაწყვეტა შეეძლება.
თავად ელ შაარავისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაა. ამიტომ, მან შესაძლოა კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენოს და „რომას“ დაუბრუნდეს.
ცნობილი ვებ-გვერდი Transfermarkt ფარაონის ღირებულებას 8 მილიონ ევროდ აფასებს.