საკამ კვარაცხელიას, მესის და ნეიმარის შედეგი გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლონდონის "არსენალი" შინ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ლონდონელთა ინგლისელმა შემტევმა ბუკაიო საკამ, რომელმაც გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ საკა გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7+ გოლი და 7+ ასისტი აქვს შესრულებული.
აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას, ლეო მესის და ნეიმარს ჰქონდათ დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, სერია ა-ს ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ზუსტად 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.