"საკმარისია, აღიარეთ სომხების გენოციდი", - მხითარიანი

„რომას“ და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა, სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა.
„მე სომეხი ვარ და ამით ვამაყობ. ვიცი, რას ნიშნავს 24 აპრილი. საკმარისია - ნიშნავს საკმარისიას. აღიარეთ 1915 წლის სომხების გენოციდი და 1.5 მილიონ ადამიანზე მეტის მკვლელობა.“ - წერს მხითარიანი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმანთა იმპერია სომხებზე შეტევებს ახორციელებდა. გენოციდი ფიზიკური განადგურების და დეპორტაციის სახით ტარდებოდა, რომელიც შეიცავდა ადამიანის გადასახლებას ისეთ პირობებში, რომელიც გარდაუვალ სიკვდილს განაპირობებდა.
სომხების გენოციდი 23 სახელმწიფოს აქვს აღიარებული.