სალაჰი: "ამ ტიტულის მოგება ჩემი გულისთვის ყველაზე ძვირფასი იქნებოდა"
„ლივერპულის“ და ეგვიპტეს ნაკრების ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა ისაუბრა, თუ რას ნიშნავს მისთვის აფრიკის თასზე გამარჯვება.
დღეს ეგვიპტეს ნაკრები კოტდიუვარს ტურნირის მერვედფინალში დაუპირისპირდება.
„რა თქმა უნდა, მსურს ნაკრებთნ ერთადაც რაიმე მოვიგო. ეს ჩემი ქვეყანაა, რომელიც მიყვარს. ჩემთვის ამ ტიტულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა, მეტიც ის ჩემი გულისთვის ყველაზე ძვირფასი იქნებოდოდა.
აფრიკის თასის გამარჯვებასთან ახლოს ადრეც ვიყავით, ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა (2017 წელს ეგვიპტე ფინალში კამერუნთან დამარცხდა - ავტ). ახლა ისევ აქ ვართ, რათა ვიბრძოლოთ, ყველაფერი გავიღოთ და მგონია, რომ სხვა ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ.“ - აღნიშნა სალაჰმა.