ავტორიზაცია

სალაჰი ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა

სალაჰი ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა
თარიღი 25 Feb 2025, 13:06
ინგლისური "ლივერპულის" გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის 26-ე ტურის მატჩში მანჩესტერ "სიტისთან" (2:0) გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. 

სალაჰისთვის ეს გოლი 241-ე იყო "ლივერპულის" მაისურით.

ეგვიპტელი ფორვარდი გორდონ ჰოჯსონთან ერთად მესამე ადგილს იკავებს, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.

მხოლოდ როჯერ ჰანტმა (285 გოლი) და იან რაშმა (346) გაიტანეს მეტი "მერსისაიდული" გუნდის შემადგენლობაში.

ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:

1. იან რაში - 346 გოლი.

2. როჯერ ჰანტი - 285.

3-4. გორდონ ჰოჯსონი - 241.

3-4. მოჰამედ სალაჰი - 241.

5. ბილი ლიდელი - 228.

6. სტივენ ჯერარდი - 186.

7. რობი ფაულერი - 183.

8. კენი დალგლიში - 172.

9. მაიკლ ოუენი - 158.

10. ჰარი ჩემბერსი - 151.