სალაჰი: "ლივერპულთან ერთად ყველაფერი მოვიგე, მაგრამ მეორედ, მესამედ და მეოთხედაც მინდა"

„ლივერპულის“ ვინგერმა მო სალაჰმა „მან სიტისთან“ მოახლოვებულ სუპერთასის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ლივერპულთან თითქმის ყველა ტიტული მოვიგე. თუმცა ეს შემჩნეულიც კი არ მქონდა, სანამ ტრენტი ინგლისის თასის ფინალის შემდეგ არ მოვიდა და მითხრა: „სხვათაშორის, ჩვენ აქ საკმაოდ ბევრი რამ მოვიგეთ.“
ასე რომ მგონია, რომ „ლივერპულთან“ უკვე ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე - გუნდურიც და ინდივიდუალურიც. თუმცა, ყოველთვის არის კიდევ რაღაცის მოგების შანსი და მე მუდმივად მინდა გამარჯვება ვიზეიმო მეორედ, მესამედ ან მეოთხედ. ასეთია ჩემი მენტალიტეტი.“ - აღნიშნა ეგვიპტელმა.
ინგლისის სუპერთასის დაპირისპირება „მან სიტი" - „ლივერპული" ხვალ, 30 ივლისს გაიმართება.