სალაჰი თვის საუკეთესო გახდა და ლივერპულის ლეგენდას მიუახლოვდა

მო სალაჰი პრემიერ ლიგის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„ლივერპულის“ და ეგვიპტეს ნაკრების შემტევმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით უეინ რუნის და რობინ ვან პერსის დაეწია - ლიგის მოქმედი ფეხბურთელებიდან კი, ასე ხშირად თვის საუკეთესო არავინ გამხდარა.
მთლიანობაში, სალაჰზე მეტჯერ ეს პრიზი სტივენ ჯერარდს, კრიშტიანუ რონალდუს (ორივემ 6-6-ჯერ) და სერხიო აგუერომ და ჰარი კეინმა (7-7) მიიღეს.
ოქტომბერში სალაჰმა 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი დუბლი შეასრულა და ჯამში თვე 5 გოლით დახურა.