ავტორიზაცია

"სამარცხვინო ხარ" - ოსიმენმა ჯუღელს მიმართა

"სამარცხვინო ხარ" - ოსიმენმა ჯუღელს მიმართა
თარიღი 10 Jan 2024, 11:22
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა

"ოსიმენი მთელი ცხოვრება ნაპოლიში არ ითამაშებს და წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა. ხვიჩას კი მილიარდი რომ მისცე არაბეთში სათამაშოდ არ წავა, რადგან მისი მიზანი რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში თამაშია"

მამუკა ჯუღელის აღნიშნულ კომენტარს ვიქტორ ოსიმენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

"ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. სულელი! ჩემი სახელი აღარ ახსენო" - დაწერა სოციალურ ქსელში ნიგერიელმა ფეხბურთელმა