სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, ალისონის ტრავმის სიმძიმე დადგინდა

ლივერპულის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ალისონმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
32 წლის ბრაზილიელმა მეკარემ მარჯვენა ფეხზე კუნთი დაიზიანა და გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ის მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 3 კვირა ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის შემდეგ ალისონი გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა და ლივერპულის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მისი დებიუტი შედგა. 25 წლის ქართველი მეკარე შაბათს, 4 ოქტომბერს სადებიუტო მატჩს პრემიერ ლიგაშიც ჩაატარებს და ჩელსის წინააღმდეგ მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.