ავტორიზაცია

სამეფო კლუბის მორიგი სამი ქულა ლა ლიგაში — რეალმა ესპანიოლი დაამარცხა

სამეფო კლუბის მორიგი სამი ქულა ლა ლიგაში — რეალმა ესპანიოლი დაამარცხა
თარიღი 20 Sep 2025, 20:24
ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში, მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ესპანიოლი მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის შუაში, 22-ე წუთზე გაიხსნა — თავი ედერ მილიტაომ გამოიჩინა. მეორე ნახევრის სტარტზე, 47-ე წუთზე მეტოქის კარი კილიან მბაპემ აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

რეალი 2-0 ესპანიოლი
გოლები:
1-0 მილიტაო (22'), 2-0 მბაპე (47')

5 მატჩის შემდეგ, რეალს 15 ქულა აქვს და ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს. სამეფო კლუბო მომდენო ტურში ლევანტეს ესტუმრება.