სამი ტიტული — ჟოზე მოურინიოს უნიკალური მიღწევა, რომელიც დღემდე ხელშეუხებელია

ჟოზე მოურინიომ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება შეძლო და ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაეწერა.
63 წლის სპეციალისტს კარიერაში გამორჩეული მიღწევა აქვს, რომელიც დღემდე ხელშეუხებელია. მოურინიო არის პირველი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც სამივე ევროტურნირი მოიგო — ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა.
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ პორტოსთან და ინტერთან ერთად შეძლო. ევროპა ლიგის გამარჯვებული პორტოში და მანჩესტერ იუნაიტედში გახდა, ხოლო კონფერენს ლიგა რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიგო.

