სამპდორიამ 38 წლის კვალიარელას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"სამპდორიას" თავდამსხმელმა, ფაბიო კვალიარელამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის იტალიელი გენუელთა ღირსებას კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაიცავს.
კვალიარელა "სამპდორიაში" 2016 წელს "ტორინოდან" გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში მან სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.
საბოლოო ჯამში, "სამპდორიამ" გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა.