ავტორიზაცია

სამპდორიაში რანიერი შესაძლოა სტანკოვიჩმა შეცვალოს

სამპდორიაში რანიერი შესაძლოა სტანკოვიჩმა შეცვალოს
თარიღი 17 Apr 2021, 21:17

"ცრვენა ზვეზდას" მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანკოვიჩმა არ არის გამორიცხული მუშაობა იტალიაში გააგრძელოს, წერს Il Secolo XIX.

გავრცელებული ინფორმაციით, სერბმა სპეციალისტმა შესაძლოა "სამპდორიაში" კლაუდიო რანიერი ჩაანაცვლოს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს ეწურება.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნება, იტალიელმა გენუელთა პრეზიდენტ მასიმო ფერეროსთან ურთიერთობა გაიფუჭა. არსებული ცნობით, სტანკოვიჩი ფერეროს აპრილის დასაწყისში რომში შეხვდა.

42 წლის სტანკოვიჩმა სახელი "ინტერისა" და "ლაციოს" რიგებში თამაშით გაითქვა, იგი 1998 წლიდან 2013 წლამდე ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა.

"სამპდორია" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 30 ტურში მოპოვებული 36 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.