სამტრედია ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა
გასული სეზონი "სამტრედიამ" წარმატებულად ჩაატარა, მიზანს მიაღწია და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.
დღეს კი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "სამტრედია" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.
გიორგი ილურიძე, მელქისედეკ ცვალე, გიორგი ჯალაღონია, გიორგი კურმაშვილი და ზურაბ ღირდალაძე იმერული კლუბის ღირსებას აღარ დაიცავენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ფეხბურთელებით გაძლიერდება კლუბი ახალი სეზონისთვის.