სამტრედია კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

რამდენიმე დღის წინ, "სამტრედიას" ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივრებს 5 ფეხბურთელის წასვლის შესახებ ამცნო.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იმერული კლუბი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა - ლევან ბარაბაძემ დატოვა და თავისუფალი აგენტია.
ეროვნული ლიგა 2-ის გასულ სეზონში ბარაბაძემ "სამტრედიას" მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა და ბოლნისის "სიონთან" გადამწყვეტ მატჩშიც ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ "სამტრედიაში" გადასვლამდე, ბარაბაძე "ვიტ ჯორჯიაში", "გაგრასა" და "ცხინვალში" გამოდიოდა.