სამწუხარო ამბავი - ბარსელონას, ბაიერნის და რეალის სამიზნემ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

ლევერკუზენის „ბაიერის“ ამომავალმა ვარსკვლავმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.
„კიოლთან“ ბუნდესლიგის დღევანდელ შეხვედრაში ფლორიან ვირტცმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ინფორმაცია „ფარმაცევტების“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
როგორც წესი, ასეთი ტრავმის შემდეგ მომჯობინებას 6-9 თვე სჭირდება ხოლმე, შესაბამისად შეგვიძლია მტკიცებით ფორმაშიც ვთქვათ, რომ ვირტცისთვის მიმდინარე სეზონი ოფიციალურად დასრულებულია.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით სამწუხარო იმიტომ არის, რომ ფეხბურთელის პროგრესს აქტიურად აკვირდებოდნენ ევროპული გრანდები, ისეთები როგორებიც „ბაიერნი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან.