ავტორიზაცია

სან ანტონიოს ახალი გამთამაშებელი ეყოლება

სან ანტონიოს ახალი გამთამაშებელი ეყოლება
თარიღი 24 მაი 2024, 15:03
სან ანტონი ''სპურსი'' ზაფხულში გამთამაშებლის დამატებას გეგმავს. ვიქტორ ვენბანიამასნაირ ტალატს უფრო მაღალი დონის გამთამაშებელი სჭირდება ვიდრე ტრე ჯონსია. არის რამდენიმე ვარიანტი, რომლებითაც გრეგ პოპოვიჩია დაინტერესებული - ლიგის ყველაზე ავტორიტეტულ მთავარ მწვრთნელს კარიერის მიწურულს, ბეჭდისთვის გაბრძოლება სურს. 

პირველი ვარიანტი ვისზეც პრესაში იწერება, კრის პოლია. ეს ცნობა წუხელ გავრცელდა და სან ანტონიო ვეტერასის დამატებით არის დაინტერესებული. სუპერ გამოცდილება, უმაღლესი სათამაშო კლასი და გუნდის ლიდერობა. გრეგს ისეთი მოთამაშე სურს, რომელიც გასახდელს დაალაგებს და ახალგაზრდა მოთამაშეებს გზას გაუხსინს.

ტრეი იანგის ვარიანტი აქტუალური რჩება. ალტანტა ''ჰოვკსის'' ლიდერს, თითქოს გუნდიდან წასვლა სურს და კლუბიც მას ამაში ხელს არ შეუშლის. იანგი ფურცელზე კარგი ვარიანტია, მაგრამ გრეგს არ უყვარს მოთამაშეები რომლებმაც დაცვის თამაში არ იციან და იანგის მთავარი სისუსტე სწორედ უკანა ხაზში თავის გამოჩენაა. ატლანტას რამდენიმე მოთამაშე და დრაფტ პიკები უნდა. თვითონ "ქორებს" 2024 წლის დრაფტზე საოცრად გაუმართლათ და ისტორიაში პირველი არჩევანის უფლება მიიღეს. თავად სან ანტონიოს 4 და 8 პიკები აქვთ და შეიძლება ორივე იყოს გამოყენებული იანგის დასამატებლად.

მესამე კანდიდატი კლივლენდ კავალიერსში თამაშობს - დარიუს გარლანდი. გარლანდი კლივლენდში რეგრეს განიცდის, თითქოს მან ამოწურა თავისი თავი და ახალი გამოწვევები სჭირდება და მიმდინარე ზაფხული, არის იდეალური კლუბის შესაცვლელად. ''სპურსი'' სუპერ ვარიანტია გარლანდისთვის, კარგი სათამაშო სისტემა, რომელშიც გარლანდი უპრობლემოდ ჩაჯდება და ვენბანიამას პასებით მოამარეგებს. 

საიტერესო ზაფხული ელოდება ტეხასურ გუნდს, ამ სამი ჩამოთვლილი მოთამაშის გარდა, არ გამოვრიცხოთ დრაფტზე კარგი არჩევანი ან საერთოდ ისეთი მოთამაშის წაყვანა გუნდში, რომელზეც ჯერ არ დაწერილა პრესაში. ფაქტი ერთია სან ანტონია პლეიოფში დასაბრუნდებლად ემზადება.