ავტორიზაცია

სანაია ფრანგულ გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება

სანაია ფრანგულ გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება
თარიღი 31 May 2021, 13:37

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "როდეზის" მარცხენა მცველი, ამირან სანაია თავის გუნდში კიდევ ორი სეზონით დარჩება.

ქართველმა ვინგბექმა ტულუზურ გუნდთან რომელშიც ის თამაშობს 2017 წლიდან, კონტრაქტი 2022/2023 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

აქვე დავამატებთ, რომ "წითელ-ყვითლებმა" განვლილ სეზონში ლიგა 2-ში დაიკავეს მე-15 ადგილი, რითაც ისინი გავარდნას გადაურჩნენ.

რაც შეეხება 31-წლის განაპირა მცველს, განვლილ სეზონში "დოგების" შემადგენლობაში მან 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ზოგადად კი სანაიამ "როდეზის" შემადგენლობაში 2017 წლიდან ჩაატარა 94 მატჩი, რომელშიც მან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"საქართველოს ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი მეტოქის მიუხედავად საამაყოა", - გვილია

საქართველოს ნაკრების ვარჯიშს ჯაბა კანკავა ეწვია