"სანამ შანსი გვაქვს, ჯგუფიდან გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ" — ზურაბ ხიზანიშვილი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ბულგარეთს დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა კომენტარი გააკეთა.
"კაშიას ართამაში? - ის პროფესიონალია, გასულ დღეებში ვილის კაშოსთან საუბრები ჰქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს ასე ყოფილიყო. ინდივიდუალური შეცდომები ფეხბურთს ყოველთვის თან სდევს. კარიერის დროს, მეც ბევრი შეცდომა მქონდა."
"სანამ შანსი გვაქვს, ჯგუფიდან გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ოქტომბერში ორი ურთულესი გასვლითი მატჩები გველის და იქ დავინახავთ ბევრ რამეს. ჩვენთვის მეორე ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატება იქნება."
"ხვიჩას კაპიტნობა? - არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება სამკლაური. ხვიჩა ისედაც ქვეყნის ლიდერი და კაპიტანია. გადავწყვიტეთ, რომ კაშიას შემდეგ, ვიცე-კაპიტნები კაკაბაძე, კიტეიშვილი და კვარაცხელია იყვნენ" — ზურაბ ხიზანიშვილი.