ავტორიზაცია

სანჩო იუვენტუსის რადარზე

სანჩო იუვენტუსის რადარზე
თარიღი 11 Jul 2024, 12:57
მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსს შორის შეიძლება გაცვლა ვიხილოთ. ტურინული კლუბი ჯეიდონ სანჩოთი ინტერესდება, ხოლო მანჩესტერს ფედერიკო კიეზას დამატება უნდა. იუვეს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ აღნიშნა, რომ კიეზა მის სათამაშო სტილში არ ჯდება და იტალიელმა ახალი კლუბი უნდა მონახოს. 

როგორც ამბობენ სანჩოს არ სურს მანჩესტერში დარჩენა და ის თანახმაა იუვენტუსში გადასვლაზე, მაგრამ ერიკ ტენ ჰააგს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ინგლისელთან მიმართებაში. გასული სეზონი სანჩომ დორტმუნდში გაატარა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა. 

ფედერიკო კიეზას რაც შეეხება. იტალიელი ტრამვის შემდეგ ვერ ათამაშდა. ის ამოვარდნილია სათამაშო ფორმიდან და არაა გასაკვირი, რომ იუვენტუს მისი გაყიდვა სურს. არ გამოვრიცხოთ, რომ ეს გაცვლა მაინც შედგეს. კიეზა ინგლისში, სანჩო კი იტალიაში.