ავტორიზაცია

სანდრო ტონალიმ აღიარა, რომ ლუდომანიისგან განსაკურნად მკურნალობის კურსი ესაჭიროება

სანდრო ტონალიმ აღიარა, რომ ლუდომანიისგან განსაკურნად მკურნალობის კურსი ესაჭიროება
თარიღი 14 ოქტ 2023, 15:43
„ნიუკასლის“ იტალიელ ნახევარმცველს, სანდრო ტონალის, ლუდომანიისგან მკურნალობა სჭირდება.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა აღიარა, რომ მზადაა ფსიქოლოგთან მკურნალობის კურსი ჩაიტაროს.

აგენტებმა ტონალის მკურნალობა ურჩიეს და ის დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ თავს დარცხვენილად და მორიდებულად გრძნობდა.

იტალიის ნაკრების და „ნიუკასლის“ ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მას შიდა დისკომფორტის მოშორება სჭირდება და გამოჯანმრთელების გზა მარტივი არ იქნება.

სანდრო მზად არის იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ითანამშრომლოს და მომავალში შეხვდეს ახალგაზრდებს, რომლებიც ასევე თამაშზე არიან დამოკიდებულები. „ნიუკასლის“ მწვრთნელმა, ედი ჰაუმ, ტონალის დახმარების მზადყოფნა თავადაც გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ტონალიმ და ძანიოლომ პოლიციასთან აზართული თამაშებით გატაცება აღიარეს, მაგრამ უარყოფენ, რომ ოდესმე ფეხბურთზე რაიმე სახის ფსონი გაუკეთებიათ.