ავტორიზაცია

სანიოლი: "ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს"

სანიოლი: "ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს"
თარიღი 23 Nov 2023, 17:42
წილისყრის შედეგად გადაწდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალში გასვლის შემთხვევაში, მასპნძელი ქვეყანა საქართველო იქნება.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა, ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს", - განაცხადა სანიოლმა.