სანტოსი ტურნირს გამოეთიშა, ნეიმარს არ უთამაშია — მიზეზი ცნობილია

გუშინ, სან პაულოს შტატის ჩემპიონატის ნახევარფინალში, სანტოსი კორინთიანსთან 1-2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ნეიმარი აღნიშნული მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ამის მიზეზად ის სახელდება, რომ ბრაზილიელს დისკომფორტი ჰქონდა - ინფორმაცია თავად ჟუნიორმა დაადასტურა.
"სამწუხაროდ, წინა კვირებში ტკივილი ვიგრძენი... მინდოდა, გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ დილითაც დისკომფორტი მქონდა," — ნეიმარი.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სანტოსში დაბრუნების შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.