სანტოსის მცველი მარსელში გადავიდა

მცველი ლუან პერესი კარიერას "მარსელში" გააგრძელებს, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
როგორც აღინიშნება, კონტრაქტი 4 წელზეა გათვლილი და ფრანგული კლუბის ახალწვეული 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
26 წლის ბრაზილიელი აქამდე "სანტოსის" ღირსებას იცავდა. "მარსელში" მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ხელშეკრულებაც გააფორმა.
ლუან პერესმა ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 7 მატჩი ჩაატარა.