საოცარი მატჩი კვიპროსში და გამარჯვება! - ინჯგია ჩემპიონობას უახლოვდება
კვიპროსის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა "აპოელსა" და "აპოლონს' შორის შედგა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და შედეგიანი გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
სტუმართა ქართველი ფეხბურთელები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე იყვნენ, ოქრიაშვილი მეორე ტაიმში გამოვიდა და გაიტანა.
რაც შეეხება "აპოლონს", მასპინძელთა რიგებში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი რევაზ ინჯგია სათადარიგოთა სკამზე იყო.
ისე კი, ინჯგიას მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ამ გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა. ინჯგია ახლოსაა, რომ პირველი კარიერული ტიტული მოიგოს.