საოცარი პერფორმანსი! ლოჩოშვილმა იტალიური კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა!

იტალიის თასის ნახევარფინალში გამართული მატჩი “ფიორენტინასა” და “კრემონეზეს” შორის უგოლოდ დასრულდა

ძირითად შემადგენლობაში იყო სტუმართა ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლოჩოშვილმა იტალიური კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ართმევებში, ორთაბრძოლებში და სხვა ასპექტებში ის გამორჩეული იყო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ორი მატჩის ჯამში “კრემონეზე” 0:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
