ავტორიზაცია

[ვიდეო] საოცარი ქამბექი მონჟუიკზე — ბარსელონამ სელტას 4-3 მოუგო

[ვიდეო] საოცარი ქამბექი მონჟუიკზე — ბარსელონამ სელტას 4-3 მოუგო
თარიღი 19 Apr 2025, 20:30
ბარსელონამ ლა ლიგის 32-ე ტურში სელტას უმასპინძლა და 4-3 დაამარცხა.

ბარსა ფერან ტორესმა დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ ბორხა იგლესიასმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და სელტამ ანგარიში 3-1 გახადა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ქამბექი მეტოქის მესამე გოლიდან ორ წუთში, 64-ე წუთზე დაიწყო: დანი ოლმომ ერთი ბურთი გაქვითა, მალევე რაფინიამ წონასწორობა აღადგინა, 98-ე წუთზე კი ბრაზილიელმა პენალტიც გაიტანა და ბარსელონას მოაგებინა — 4-3!

ბარსელონა 4-3 სელტა

⚽️ 1-0 | ტორესი 12’ (ბარსელონა)

⚽️ 1-1 | იგლესიასი 15' (სელტა)

⚽️ 1-2 | იგლესიასი 52’ (სელტა)

⚽️ 1-3 | იგლესიასი 62’ (სელტა)

⚽️ 2-3 | ოლმო 64' (ბარსელონა)

⚽️ 3-3 | რაფინია 68’ (ბარსელონა)

⚽️ 4-3 | რაფინია 90’+8 (ბარსელონა)


კატალონიურ გრანდს 73 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება. უახლოესი მდევარი რეალ მადრიდი, რომელიც 66 ქულით მეორეზეა, ხვალ ითამაშებს (ბილბაოს წინააღმდეგ).

"ბლაუგრანა" მომდევნო ტურში, 22 აპრილს, მონჟუიკზე მალიორკას დაუპირისპირდება.