ავტორიზაცია

საოცარი შედეგი — კეინმა რონალდუს და ჰოლანდის რეკორდი მოხსნა

საოცარი შედეგი — კეინმა რონალდუს და ჰოლანდის რეკორდი მოხსნა
თარიღი 27 Sep 2025, 13:08
გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, მიუნხენის ბაიერნმა ბრემენის ვერდერს უმასპინძლა და მეტოქე 4-0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში მიუნხენელთა ფორვარდმა, ჰარი კეინმა დუბლი გაიფორმა და კარიერაში მორიგი რეკორდი დაამყარა.

32 წლის ინგლისელმა ფორვარდმა ბაიერნის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა, რისთვისაც 104 მატჩი დასჭირდა, რაც 21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგია. მანამდე, აღნიშნული მიღწევა რონადუს და ჰოლანდს ჰქონდათ — ორივე მათგანმა ერთი კლუბის მაისურით პირველი 100 გოლის გატანა 105 მატჩში შეძლეს.