ავტორიზაცია

საოცარი ციფრები — რონალდუ და მესი რეკორდების დამხობას აგრძელებენ

საოცარი ციფრები — რონალდუ და მესი რეკორდების დამხობას აგრძელებენ
თარიღი 15 Oct 2025, 11:10
ოქტომბრის სანაკრებო პაუზასთან ერთად, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს და ახალი რეკორდები დაამყარეს.

ამხანაგურ მატჩში, არგენტინის ეროვნული ნაკრები პორტო რიკოს დაუპირისპირდა და მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა. აღნიშნულ მატჩში ლიონელ მესიმ 2 ასისტი გაიფორმა და ნეიმარის რეკორდი დაამხო. 38 წლის არგენტინელის ანგარიშზე კარიერაში 60 სანაკრებო საგოლე გადაცემაა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია — მანამდე 59 ასისტით აღნიშნული რეკორდი ნეიმარს ეკუთვნოდა.

კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთი მიიღო და ფრეს დასჯერდა. 40 წლის პორტუგალიელმა დუბლი გაიფორმა და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. რონალდუს ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე უკვე 41 გატანილი გოლია და ორით გაასწრო გვატემალელ კარლოს რუისს.