ავტორიზაცია

საქართველო პორტუგალიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

საქართველო პორტუგალიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
თარიღი 17 Jun 2025, 22:22
ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 0-4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის მძიმე დაიწყო - მე-5 წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ლაშა ოდიშარია გააძევა და ქართველი ფეხბურთელები 10 კაცით დარჩნენ.

პორტუგალელებმა რიცხვობრივი უპირატესობა გამოიყენეს და 4 უპასუხო გოლი გაიტანეს - თავი პინერომ, კუენდამ, გომეშმა და არაუხომ გამოიჩინეს.




ამრიგად, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 ქულით დაასრულა, ხოლო C ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე პორტუგალია და საფრანგეთი გავიდნენ.