ავტორიზაცია

საქართველო - რუსეთის მატჩი? - აშვეთიას კომენტარი

საქართველო - რუსეთის მატჩი? - აშვეთიას კომენტარი
თარიღი 05 May 2025, 15:15
მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა თავდამსხმელმა, მიხეილ აშვეთიამ Championat.com-თან საუბარში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის? ჩვენ, შესაძლოა გვინდოდეს ამ თამაშის ჩატარება, თუმცა ამის უფლებას პოლიტიკა არ გვაძლევს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკამ სპორტში შეაღწია. ამ მატჩის ორგანიზების შემთხვევაში, ნახევარი საქართველო ფეხბურთელებზე განრისხდება.

წარსულის რომელ ფეხბურთელს შევადარებდი კვარაცხელიას? ბევრი ვარსკვლავი გვყავდა, თუმცა ძველ ვიდეოჩანაწერებს, რომ ვუყურებ, ხვიჩას ყიფიანთან ვაიგივებ. ასე თუ გააგრძელებს, საუკეთესო გახდება. ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში გადასვლით, მან ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ლოკომოტივში მყავდა თანაგუნდელი, იზმაილოვი, რომელსაც ნახევარი გუნდის მოტყუება შეეძლო. ასეთი არის ქართველი გარემარბიც. თანამედროვე მოთამაშეები კარგავენ თავის ინდივიდუალურობას, რადგან ფეხბურთი ტაქტიკით არის გადატვირთული. მარატისა და ბუზნიკინის მსგავსი შემსრულებლები აღარ არიან.

საბედნიეროდ, პსჟ-ს გარემარბი და იამალი გამონაკლისები არიან. დიახ, ფეხბურთი შეიცვალა, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთი შემსრულებლები, რომლებიც ამ სპორტს ალამაზებენ

დიახ, რუსეთში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობამ იკლო, რადგან ახლა ევროპაში წასვლა უფრო მარტივია, ვიდრე ადრე. ოჯახები აღარ უშვებენ თავის შვილებს რუსეთში სათამაშოდ. ავიღოთ თუნდაც დინამოს მაგალითი, საიდანაც ყოველ წელს 4-5 მოთამაშე კარგ ევროპულ კლუბში გადადის," - მიხეილ აშვეთია.