ავტორიზაცია

საქართველო - საფრანგეთი | მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩი

საქართველო - საფრანგეთი | მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩი
თარიღი 16 Apr 2025, 18:24
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას 16 აპრილს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში 15 აპრილს, მატჩის მასპინძელ დარბაზში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველო - საფრანგეთის მატჩი 16 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება 11 აპრილს, კოსოვოსთან გამარჯვებით მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბრუიძე (არმია), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

Nakrebi.ge