საქართველო U21 1-0 ხორვატია U21 | ფინალის პირველ მატჩში რამაზ სვანაძის გუნდმა მოიგო

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ფინალის პირველ შეხვედრაში საქართველომ თბილისში ხორვატია 1-0 დაამარცხა.
მიხეილ მესხზე გამართულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი, რომელიც მე-4 წუთზე გავიდა, მარკო სოლდომ საკუთარ კარში გაიტანა.
განმეორებითი მატჩი 19 ნოემბერს, 22:00 საათზე, რიეკაში გაიმართება.
ფოტო: ხატია დვალიძე