ავტორიზაცია

საქართველო V ალბანეთი — რას ამბობს სტატისტიკა?

საქართველო V ალბანეთი — რას ამბობს სტატისტიკა?
თარიღი 10 Sep 2024, 12:48
დღეს, ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის მეორე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრება — მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ალბანეთი ნაცნობი მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტი, 14 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 8 ჯვაროსნებმა მოიგეს, 3 ფრედ დასრულდა და 3-ჯერ მეტოქემ იმარჯვა.

პირველად ნაკრებები ერთმანეთს 1994 წლის 14 დეკემბერს, ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ. აღნიშნული მატჩი ტირანაში გაიმართა და შოთა არველაძის გოლით, საქართველომ მინიმალური ანგარიშით, 0-1 მოიგო. მომდევნო წლის 26 აპრილს კი, ალბანეთი უკვე თბილისში, 2-0 დავამარცხეთ — გოლები შოთა არველაძემ და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.

4 მატჩიანი მოგების სერიის შემდეგ, ალბანეთმა პირველად 1999 წელს, ტირანაში 2-1 დაგვამარცხა. ცნობისთვის, იმ წელს საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩი ითამაშა, საიდანაც 6 წააგო და მხოლოდ 2 დაასრულა ფრედ.

ნაკრებების ყველა დაპირისპირება:

ალბანეთი 0-1 საქართველო (1994)
საქართველო 2-0 ალბანეთი (1995)
საქართველო 0-3 ალბანეთი (1998)
საქართველო 1-0 ალბანეთი (1998)
ალბანეთი 2-1 საქართველო (1999)
საქართველო 3-0 ალბანეთი (2003)
ალბანეთი 3-1 საქართველო (2003)
საქართველო 2-0 ალბანეთი (2004)
ალბანეთი 3-2 საქართველო (2005)
ალბანეთი 0-0 საქართველო (2006)
ალბანეთი 1-1 საქართველო (2009)
საქართველო 2-1 ალბანეთი (2012)
ალბანეთი 1-2 საქართველო (2013)
ალბანეთი 2-2 საქართველო (2015)

14 მატჩიან დაპირისპირებების სერიაში, საქართველოს ნაკრებმა 23 გოლი გაიტანა და 13 გაუშვა.