ავტორიზაცია

საქართველო V ალბანეთი — ყველა ბილეთი გაყიდულია!

საქართველო V ალბანეთი — ყველა ბილეთი გაყიდულია!
თარიღი 28 სექ 2024, 14:37
14 ოქტომბერს, ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის მე-4 ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს თბილისში უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთების გაყიდვა დღეს, 12 საათზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათში სრულად გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებები მეორე ტურში ერთმანეთს ალბანეთში შეხვდნენ, სადაც საქართველომ გიორგი ქოჩორაშვილის გოლით მოიგო.