საქართველო V უკრაინა — ყველა ბილეთი გაყიდულია

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B1 დივიზიონის მე-5 ტურში, საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინას მიიღებს.
აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორ საათში ყველა ბილეთი გაიყიდა.
საქართველოს და უკრაინის მატჩი 16 ნოემბერს გაიმართება, 19 ნოემბერს კი ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის ბოლო მატჩში ჩეხეთს ესტუმრებიან.