ავტორიზაცია

"საქართველომ საკუთარ განვითარებაზე უნდა იფიქროს" - დე ლა ფუენტეს კომენტარი

"საქართველომ საკუთარ განვითარებაზე უნდა იფიქროს" - დე ლა ფუენტეს კომენტარი
თარიღი 15 Nov 2025, 23:50
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 4:0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.

"არ ვეთანხმები იმას, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა. მათ კარგი ნაკრები ჰყავთ, თუმცა ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავს და კარგი სამუშაო გავწიეთ.

საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, კარგი მომავალი აქვთ და წარმატებულები იქნებიან. საქართველოს კარგი ახალგაზრდები ჰყავს და მთავარია, საკუთარ განვითარებაზე იფიქრონ.

ჩემი ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდა,"
- განაცხადა დე ლა ფუენტე.