საქართველომ სომხეთი 9-1 გაანადგურა — B ლიგაში ადგილი შენარჩუნებულია

საქართველომ დღეს, დინამო არენაზე გამართულ დაპირისპირებაში სომხეთი 6-1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 9-1 გაანადგურა და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
დღევანდელი მატჩის პირველ ტაიმში ვილი სანიოლის შეგირდები უკვე 5-0-ს იგებდნენ - გოლები გიორგი მიქაუტაძემ (2), გიორგი ჩაკვეტაძემ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ვარაზდატ ჰაროიანმა ჩაჭრა. მეორე ნახევარში ედგარ სევიქიანმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 6-1.
საქართველო 6-1 სომხეთი (9-1)
⚽ 1-0 | ჰაროიანი (4') (ავტოგოლი)
⚽ 2-0 | მიქაუტაძე (14')
⚽ 3-0 | ჩაკვეტაძე (23')
⚽ 4-0 | კიტეიშვილი (27')
⚽ 5-0 | მიქაუტაძე (35')
⚽ 5-1 | სევიქიანი (48')
⚽ 6-1 | კვარაცხელია (62')
წინა მატჩის მიმოხილა იხილეთ აქ.
საქართველო მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 4 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საკუთარ მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია ეროვნული ნაკრების ფოტო