ავტორიზაცია

"საქართველოს 2 გოლი ვაჩუქეთ" - ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი

"საქართველოს 2 გოლი ვაჩუქეთ" - ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი
თარიღი 07 Sep 2025, 19:38
საქართველოსთან წაგებული 0:3 მატჩის შემდეგ კომენტარი ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა გააკეთა.

"დასაწყისი კარგი გვქონდა, ვიცოდით, რომ ეს საქართველოსთვის მეორე თამაში იყო და უფრო სტრესულ მდგომარეობაში იქნებოდნენ. პირველი 2 გოლი მათ ვაჩუქეთ.

ვიცით, რომ საქართველო ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, მატჩი ჩვენი შეცდომებით წავაგეთ.

თუმცა ფაქტი ისაა, რომ ასეთ დონეზე შეცდომებს არავინ გაპატიებს. ამას ემატება ისიც, რომ არ გვყავდა ფეხბურთელები, რომლებმაც ესპანეთთან კარგად ითამაშეს.

კვარაცხელია? - ის ფანტასტიური ფეხბურთელია და უმაღლეს დონეზე თამაშობს. მოედანზე დღესაც საოცრებები გააკეთა. დღეს, მისი დონის ფეხბურთელი ბულგარეთს არ ჰყავს, თუმცა იმედია, მალე გვეყოლება,"
 - განაცხადა ბულგარეთის მწვრთნელმა.