ავტორიზაცია

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან დრამატულ მატჩში დამარცხდა

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან დრამატულ მატჩში დამარცხდა
თარიღი 15 Jun 2025, 01:15
ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2-3 დამარცხდა.

შეხვედრის ანგარიში საფრანგეთმა პირველი ტაიმის მიწურულს, 35-ე წუთზე გახსნა — თავი ტელიმ გამოიჩინა. 76-ე წუთზე აბუაშვილმა გაათანაბრა, ხოლო 8 წუთში საზონოვმა საქართველო წინ გაიყვანა. 89-ე წუთზე, ლეპენანმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე ბარიმ საბოლოო ანგარიში, 2-3 დააფიქსირა.



C ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ პოლონეთი 5-0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო ტურში საქართველოს სწორედ პორტუგალიას შეხვდება — შეხვედრა 17 ივნისს გაიმართება.