ავტორიზაცია

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევრო 2025-თვის ცნობილია

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევრო 2025-თვის ცნობილია
თარიღი 04 Jun 2025, 16:36
2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

განაცხადი:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები
: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).

ნახევარმცველები
: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

ქართველები ევრო 2025-ზე პირველ მატჩს, 11 ივნისს სლოვაკეთში, კერძოდ ჟილინაში, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ, 14 ივნისს კი საფრანგეთის წინააღმდეგ, ხოლო საბოლოო შეხვედრაში 17 ივნისს ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.