საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩრდ.მაკედონიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.
52-ე წუთზე სტუმართა ცენტრალურმა მცველმა ისაკმა ჩრდ.მაკედონიის ნაკრები წინ გაიყვანა. სვანაძის გუნდმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა 10 წუთიან მონაკვეთში შეძლო.
61-ე წუთზე წონასწორობა ვასილიოს გორდეზიანმა აღადგინა. 71-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძის საჯარიმოს გარედან შეაგდო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:1).
ამრიგად, საქართველოს ახალგაზრულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ისტორიაში პირველად დაძლია.